სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი / Master of Human Geography
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი საზოგადოებრივ გეოგრაფიაში / Master of Research in Human Geography
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №62)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოგსაძე
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 25 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 30 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 15 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 10 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTS);
საკვალიფიკაციო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
საგამოცდო მასალები - ი. სალუქვაძე საზოგადოებრივი გეოგრაფიის საფუძვლები
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალურ პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია (პირველი ნაწილი) მიზანია: სტუდენტებს შესძინოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემებისა და პროცესების გეოგრაფიული კანონზომიერებებისა და თავისებურებების შესახებ საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალურ პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია (მეორე ნაწილი) მიზანია: სტუდენტებს შესძინოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემებისა და პროცესების გეოგრაფიული კანონზომიერებებისა და თავისებურებების შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა და ჩამოუყალიბოს კვლევითი და ანალიტიკური უნარები, ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
● ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში (ან დადასტურება შესაბამისი სერთიფიკატით) – B2 დონე (20 %);
● გამოცდა სპეციალობაში (შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე) - წერითი გამოცდა სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში (80 %).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: სიღრმისეულად აღწერს და განმარტავს თანამედროვე გეოგრაფიულ კონცეფციებსა და პარადიგმებს (რაც მას ეხმარება სწორი წარმოდგენა შეიქმნას მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების, განსაკუთრებით მათი სივრცითი თავისებურებების შესახებ);
- უნარი: 2.1 ამყარებს უცხოელ და ქართველ მეცნიერებთან კონტაქტს (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ამზადებს და წარადგენს პრეზენტაციას; 2.2 დამოუკიდებლად მოიძიებს, განაზოგადებს და აფასებს სალიტერატურო, სტატისტიკურ, კარტოგრაფიულ მასალებს (მათ შორის საველე პირობებში);
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით პრაქტიკაში იყენებს კარტოგრაფიული და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების მიდგომებს.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: სიღრმისეულად განმარტავს და იკვლევს საზოგადოების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს;
- უნარი 2.1 კვლევის პროცესში სათანადოდ იყენებს ინფორმაციას და თანამედროვე ტექნოლოგიებს; 2.2 თანამედროვე თეორიებისა და მიდგომების გამოყენებით, დამოუკიდებელად ატარებს კვლევას (საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა რეგიონში). კერძოდ: სალიტერატურო, სტატისტიკურ და სხვა სახის წყაროებთან მუშაობა, საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების დრო სივრცითი ანალიზი და შედეგების შეფასება;
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 გამოიყენებს პროფესიული ეთიკის ნორმებს პრაქტიკაში, კარტოგრაფიული და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების მეთოდებისა და მიდგომების, კვლევითი და საექსპერტო საქმიანობისათვის; 3.2 სამეცნიერო ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშს და/ან ნაშრომს მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გეოგრაფიული ასპექტების შესახებ.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს: სამთავრობო ორგანიზაციები (მათ შორის დიპლომატიური სამსახურები), საგანმანათლებლო, გეგმარებითი, გარემოსდაცვითი და ტურისტული დაწესებულებები; არასამთავრობო და კომერციული სექტორი.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს: სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კომერციულ დაწესებულებებში მკვლევარ - ანალიტიკოსებად.